|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს შსს–ს ახალი მინისტრი?

"ნიუპრესი" ამჯერად შინაგან საქმეთა ხალი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ. გიორგი მღებრიშვილი 1970 წელს თბილისში დაიბადა. კარიერა 1997 წელს შსს–ში დაიწყო.  მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, ასევე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი, 2014 წელს კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მღებრიშვილის სახელზეა რეგისტრირებული 900.00 კვ. მიწის ნაკვეთი წავკისში, 1000.00 კვ. წაღვერში, 100.00 კვ.  ფართობის ბინა თბილისი, ფოთის .#3, ასევე წაღვერში, 2000.00 კვ. მიწის ნაკვეთი და 90.00 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. მეუღლე ნინო გედევანიშვილი 100% მფლობელია თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზ#47 მდებარე 40.00 კვ. ფართობის ბინის. გიორგი მღებრიშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომობილი "მერსედესი 350". ოჯახი არ ფლობს ფასიან ქარალდებს. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს მღებრიშვილს კორსტანდარტ ბანკში 11854.00 ლარი აქვს. მის საკუთერებაშია 30000.00 ლარი, მეუღლე  ნინო გედევანიშვილი კი 15000.00 ლარს ფლობს.საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად მუშაობისას წლის განმავლობაში  27720.00 ლარი მიიღო, გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას კი მისი ანაზრაურება 30398.00 ლარი იყო.ნინო გედევანიშვილმა  "ლიბერთი ბანკში"  ოპერატორად მუშაობისას  9450.00 ლარი გამოიმუშავა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა