|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში გზებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. 

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება. 
ამ ეტაპზე სოფლების ჩხარი-ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი 4 კმ–იანი გზის მონაკვეთის მოასფალტება ხდება, ასევე ბარდუბანი-ზედა სიმონეთისა და თერჯოლა-ტელეფის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებზე 30–ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 700 000 ლარით არის დაფინანსებული. 
" სოფლებში ამ დრომდე გზა სრულიად ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. თერჯოლაში მიმდინარე წელს ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა. პრიორიტეტულად გამოცხადებულ მიმართულებაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტში სულ 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რეაბილიტირდა, ხოლო სოფელ გოდოგანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი აშენდა"–განაცხადა გივი ჭიჭინაძემ. 
ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, სადაც ამ დრომდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთოდ არ არსებობდა. საბავშვო ბაღები 30–40 აღსაზრდელზეა გათვლილი და სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა