|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში ქუთაისიდან წარმომადგენლებს ელიან

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარომადგენელებმა, უკრაინის საერთაშორისო გამოფენიდან მოწვევა მიიღეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა განაცხადა. უკრაინიდან მიწვევა მათ ახალახანს მიიღეს. "კიევში ტარდება გამოფენა-ბაზრობა. მოგვივიდა მოწვევა, როგორც ვიცი, ეს მასშტაბური ღონისძებაა. კარგი იქნება, თუ ამ გამოფენაში ჩაერთვებიან ქუთაისში არსებული ტურისტული კომპანიები", - განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე გამოფენა უნდა გაიმართოს ვარშავასა და პოზნანში. პაატა კლდიაშვილის თქმით,  ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ ეს გამოფენები  საკმარისი არაა. სასურველია, ინფო ტურებიც მოეწყოს. 

შეგახსენეთ, რამდენიმე თვის წინ ქუთაისს უკრაინული მედია სტუმრობდა, შემდეგ კი ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად უკრაინის აეროპორტში გამოფენა მოეწყო. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა