|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო ბაზა "აია-არენა" ქუთაისში გაიხსნა

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოში ყველაზე დიდი სარაგბო ბაზა "აია-არენა" ქუთაისში გახსნა. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქუთაისის სარაგბო ბაზა "აია-არენა" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო. ევროპული სტანდარტების ბაზა 11 მილიონი ლარი დაჯდა. ბაზაზე განთავსებულია 4 მოედანი - 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენრალური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი. მეორე მოედანი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე კი 751 ადგილიანია. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP,PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა. "აია-არენას" ტერიტორია მოიცავს 9 ჰექტარს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სარაგბო ბაზაა.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა