|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით  არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია. 
თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელსაც 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 46-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 
ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც 81 ხმით გავიდა. წინააღმდეგი მხოლოდ 12 დეპუტატი იყო. ამით პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. 
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ფაქტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გადაეგზავნება. 
ფაქტს სამწუხაროს უწოდებს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. მისი  თქმით, დღეს პარლამენტმა "ეროვნულ ბანკთან" დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა.
"სამწუხაროა, რომ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ორმაგად სამწუხაროა, რომ თავდაპირველი კანონის მოტივი, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედევლობის გატანას, იყო უარგუმენტო. ასევე ვეტოს დაძლევის პროცესში იყო აბსოლუტურად ნული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა გაზიარებულიყო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. პირიქით, შენიშვნები გვაძლევდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა რისკები, რომელიც დაიწყება კანონპროექტის ძალაში შესვლის მომენტიდან. რაც შეეხება კანონპროექტზე ხელის მოწერას, პრეზიდენტი კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა