|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის პირველი არჩევნები, სადაც დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას"

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ  წყალტუბოში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. "თავისუფალი დემოკრატების" სახელით სოფელ წყალტუბოს თემში კენჭს ივანე როყვა იყრის.

"ეს არის პირველი არჩევნები, სადაც "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას და ივანე როყვა არის ის ადამიანი, ვინც ღირსეულად წაგვიძღვება მომავალი გამარჯვებებისკენ",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ივანე როყვა "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია.  ის 2012 13 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, ხოლო 2013 - 14 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. 

"თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ნომერი 33 იქნება. 

წყალტუბოში შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სოფელ წყალტუბოს მაჟორიტარი ილო აფხაძე გარდაიცვალა. არჩევნები 22 მაისს გაიმართბა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა