|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იურიდიული დახმარების ცენტრი მოქალაქეებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

იურიდიული დახმარების ცენტრის ქუთაისის ორგანიზაციამ თვითმმართველობის წევრებს იურიდიული მომსახურების სფეროში არსებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

ცენტრის ხელმძღვანელის გელა სიორდიას განცხადებით, იურიდიული დახმარების ცენტრი უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მომსახურებას უწევდა სოციალურად დაუცველებს, თუმცა ცვლილებით, მათ სხვა კატეგორიის ბენეფიციარები დაემატათ.

იურიდიული დახმარების სამსახური მომსახურებას გაუწევს გადახდის უუნარო ოჯახებს. ამისათვის საჭიროა, ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მოახდინოს ბაზაში დარეგისტრირება.

სამსახური დახმარებას სთავაზობს მსჯავრდებულებს, ასევე ძალადობის მსხვერპლებს. დღევანდელი შეხვედრის მიზანს, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

გელა სიორდიას განცხადებით, სამსახური ვერ ახდენს მოქალაქეების სრულფასოვან ინფორმირებას, ამიტომ ხდება მუნიციპალიტეტების ჩართულობა.

მოქალაქეები საჭირო ინფორმაციას სამართლებრივი მომსახურეობის შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიიღებენ. მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა თქმით, ხშირია მსგავს მომსახურების მოთხოვნით მიმართვიანობა, რასაც მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფდა. ამიერიდან კი შესაძლებელი იქნება მათი დახმარება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა