|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კინოთეატრი მუშაობს ტესტირების რეჟიმში"- რა პრეტენზიები აქვთ "კინო საქართველოს" მიმართ?

"კინო საქართველოში" ფილმებს ინგლისურ, ან რუსულ ენებზე სუბტიტრების გარეშე აჩვენებენ - აღნიშნულის გამო მომხმარებლები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ.  

კინოთეატრში განმარტავენ, რომ ჯერ ტესტირების რეჟიმში მუშაობენ.  

"კინოთეატრი მუშაობს ტესტირების რეჟიმში,  ხდება აპარატურის ტესტირება, მათ შორის სუბტიტრების დადების კუთხით.  მას შემდეგ რაც ყველა ტექნიკური წუნი აღმოფხვრება, კინოთეატრი გაიხსნება. დღეს, მაგალითად, რაც გადის კინოთეატრში 9 ფილმიდან, 6 ფილმი ქართულ ენაზეა.  მალე ყველა ფილმი იქნება ქართულად,  უკვე ჩამოვყალიბდით უკვე ვისთან ვიმუშავებთ დუბლირების კუთხით, ასე რომ ეს დროებითი პრობლემაა", -განაცხადა კინოთეატრის წარმომადგენელმა ზვიად ნიშნიანიძემ. 

 შეგახსენებთ, "კინო საქართველოს" მიმართ პრეტენზიები არაერთხელ გამოითქვა. ბრალდებები, როგორც წესი, რუსულ პროპაგანდას უკავშირდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა