|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე გარდაიცვალა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. ის პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და დღეს დილით 07:00 გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკამირისობა გახდა.

სულხან მოლაშვილი 47 წლის იყო.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2004 წლის აპრილში დააპატიმრეს და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ცნეს დამნაშავედ. 9 წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს.

მისი საქმე გასაჩივრებული იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.

2008 წლის იანვარში მოლაშვილი  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა