|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი თორნიკე ბაღაშვილი მკვლელობაში ეჭვმიტანილის ი.ტ-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. მას ორთიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი შენგელია იცავს. მისი განცხადებით, ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. 
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობას აღიარებს, თუმცა ჩვენ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რადგან მან არ იცოდა, თუ მისი კლასელი არასრულწლოვანი იყო", -განაცხადა შენგელიამ. 

ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 -წლიდან 17- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდების თანახმად, ი.ტ-მ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე