|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვიდნენ, გადათხარეს და დატოვეს" - მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებს

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, რამდენიმე დღეა, წყალი არ მიეწოდებათ. მათი თქმით, წყლის კომპანიამ მილების გამოსაცვლელად სამუშაოები  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მიატოვა. აღნიშნულის გამო მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. 

"მოვიდნენ, გადათხარეს და დატოვეს. საშინელი მდგომარეობა გვაქვს, ჯერ ესეთი დიდი ორმო გაჭრეს, შესაძლოა, ვინმე ჩავარდეს და დაიღუპოს. არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ არის, ამას გარდა წყალი, რაც ჩვენ უნდა მოგვეწოდოს, ორმოში იღვება და ჩვენთან წვეთობით მოდის. რამდენჯერმე დავრეკეთ და გვეუნებიან, დღეს მოვალთ, ხვალ მოვალთ. იქნებ დროულად მოგვაქციონ ყურადღება, ამ სიცხეში ასე უწყლოდ როდემდე გავძლოთ",-აცხადებს ადგილობრივი ნანა იოსელიანი. 

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა უახლოეს დღეებში გადაიჭრება.

 

 

 

   

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა