|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძე იმერეთში შეხვედრებს განაგრძობს

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ლიდერი  იმერეთში შეხვედრებს განაგრძობს. პაატა ბურჭულაძე წყალტუბოს, ხონს, სამტრედიასა და ვანს ესტუმრა. 
შეხვედრაზე ადგილობრივებმა პარტიის სამოქმედო გეგმა და ეკონომიკური პროგრამა მოისმინეს. ხონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მელორ ტყეშელაშვილმა ადგილობრივებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხონელების ყველა პრობლემის გადაჭრას დაჰპირდა. 
”გაორმაგებული ეკონომიკა, 4-წლიანი გარანტირებული სოციალური დახმარება, გამარტივებული და მიზნობრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და ნაკლები ბიუროკრატია - ეს პარტიის მთავარი დაპირებებია, რომელიც პარტიის ლიდერმა შეხვედრებზე ხალხს გააცნო”-განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ამასთან, გრძელდება საარჩევნო ბლოკის დატოვება წევრებისა და მხარდამჭერთა მიერ. გუშინ რამდენიმე წევრმა დატოვა ხონის ორგანიზაციის  რიგები, დღეს კი წყალტუბოში 30-მა წევრმა დატოვა პარტია და “ქართულ ოცნებას” შეუერთდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა