ყველასათვის საყვარელი "ხუტა უფროსი", მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა
საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ყველასათვის საყვარელი "ხუტა უფროსი" 1940 წელს ქუთაისში დაიბადა. კინოში, როგორც თვითონ იხსენებდა, შემთხვევით მოხვდა. რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში მიიწვია სათამაშოდ, თუმცა არა „ხუტა უფროსი“, არამედ „ღინტუ“ უნდა ეთამაშა... შემდეგ იყო „კუჩხი ბედნიერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“ და სხვა დასამახსოვრებელი როლები.
"ნიუპრესის" არქივში შემონახულია მსახიობთან ვრცელი ინტერვიუ - მსახიობი, რომელმაც მაყურებელს მილიციელისადმი შიში გაუქრო.
გოვენ ჭეიშვილს 9 ივლისს, ქუთაისში საფიჩხიის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავებენ.
ავტორი: ნიუპრესი