|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ქუჩების საახალწლოდ მორთვა დაიწყეს

ქუთაისის  ქუჩების საახალწლოდ მორთვა დღეს დაიწყო. საახალწლო განათებების დამონტაჟებას ტენდერში მარჯვებული კომპანია შპს „აღმდგენი“ ახორციელებს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის,  მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ქლაქის მოსართავად გასულ წელს შეძენილ აქსესუარებს გამოიყენებენ.  წელს ქალაქს ახალი არც ნაძვის ხე ექნება, რაც შეეხება მათ განთავსებას, ორი, ქალაქში არსებული ნაძვის ხიდან ერთი ცისფერყანწელთა ქუჩაზე განთავსდება. მეორე, სავარაუდოდ, ცენტრალურ მოედანზე,  მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას   მერიის კულტურის სამსახური მიიღებს. მალხაზ ბასილაძის თქმით,  შესაძლოა, ქალაქში მესამე ნაძვის ხეც დაიდგას . „შეაძლოა ქალაქში დაიგდას მესამე ნაძვის ხე, მას წიწვები აქვს დაზიანებული . თუ მოხდება მისი აღდგენა, იმ შემთხვევაში დაიდგემება “, - განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.

ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლოდ მორთვაში 52 000 ლარს დახარჯავს. მერიის კეთილმოწყოსბის სამსახურში ამბობენ, მასში გათვალისწინებიულია  როგორც სამონტაჟო, ისე სადემონაჟო ხარჯები. 

აღსანიშნავია, რომ ქალაქის საკრებულოს მიერ წლევანდელ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საახალწლო ხარჯები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 


 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა