|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ ხადური:"ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად კურსის გაზრდისა, ფასები შემცირდა"

"ძალიან დიდი ალბათობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. 
მისი თქმით, გასულმა შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა.
"პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი. შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს", - განაცხადა ხადურმა. 
მისივე თქმით, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის საგარეო, ანუ ზოგადად დოლარის გამყარება და ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის აჟიოტაჟი. 

ფინანსთა მინისტრის  განცხადებით, კურსის ცვალებადობის მიუხედავად  პროდუქტებზე ფასების მატება არ შეინიშნება, მისი თქმით, ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად კურსის გაზრდისა, ფასები შემცირდა. 
"პროდუქტებზე ფასების მატება არ შეინიშნება. იმპორტიორებმა თქვეს, რომ თუ გაგრძელდება ლარის კურსის ცვალებადობა, ისინი არ გამორიცხავენ ფასების ზრდას. ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად კურსის გაზრდისა, ფასები შემცირდა", - განაცხადა ხადურმა. 
მისივე თქმით, მსოფლიო ბაზარზე არის აშკარა ტენდენცია, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებზე ხორბალზე, ზეთზე, შაქარზე,

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა