|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში დამატებით გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი იწყება

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ატესტაციის შედეგად გამოვლენილ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

ადგილობრივ ვითმმართველობაში  დამატებით გამოცხადებულ 48 ვაკანსია შემოსული 897 კონკურენტიდან მეორე ეტაპზე 441 ადამიანი გადავიდა. 897 კონკურსანტიდან  456-ს  დოკუმენტაცია არასწორად ქონდა წარმოდგენილი.  "ხარვეზები იყო ამ ეტაპზედაც, ისევე როგორც წინა ეტაპზე. ეს იყო კონკრეტული დოკუმენტების,  განაცხადების არ ქონა. ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ადამიანთა, რომლებსაც ცუდად ქონდათ მითითებული კომპიუტერული პროგრამები და არ იყო პირადობის მონაცემები,  თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე თვალი დავხჭეთ და მივეცით აპლიკანტებს  თავი წარმოჩის საშუალება",- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ისევე როგორც  კონკურსის წინა ეტაპ, აღნიშნული, მეორე ეტაპიც იქნება სრულიად გამჭირვალე.  მერიაში შექმნილია საპრეტენზიო კომისია, რომელიც 9-დან 10 დეკემბრის ჩათვლით დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს და ყველა იმ ადამიანის პრეტენზიას უპასუხებს, რომლებმაც მეორედ გამოცხადებულ კონკურსში, პირველი ეტაპი ვერ დააკმაყოფლა. საპრეტენზიო კომისიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი უხელმძღვანელებს. კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება) 13 -14 დეკემბერს გაიმართება

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა