|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კულტურის მინისტრს ელოდებიან

იმერეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს  ელოდებიან. შეხვედრა  ხარაგაულში გაიმართება.  მიხეილ გიორგაძე მხარის 6 მუნიციპალიტეტის - ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ბაღდათის, ხონისა და ზესტაფონის სამუსიკო სკოლებს, ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო ჯგუფებს ხალხურ საკრავებს, კლასიკურ, საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და აუდიო აპარატურს გადასცემს.

მინისტრის წარმომადგენლობის განცხადებით, სამინისტრო ცდილობს, ამით ხელი შეუწყოს რეგიონში შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურებას.

 მიხეილ გიორგაძე ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში, რომელიც წელს  კულტურის სამინისტროს მიერ   კინოჩვენებისათვის საჭირო აპარატურით აღიჭურვა, ხარაგაულის კულტურის სფეროს მუშაკებს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა