|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ამომრჩევლებს ქალაქის მერის მხადაჭერისკენ მოუწოდებენ

ქუთაისში ამომრჩევლებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნებზე  ქალაქის მერის  – გიორგი თევდორაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქვოტით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  მოიზარება. ამის შესახებ თავად ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს.

ქუთაისში, ქალაქის მერის მხარდამჭერთა აღწერაქალაქის მასშტაბით მთავრობის სახელით მიმდინარე გამოკითხვის ფარგლებში ხორციელდება. მოსახლეობის განმარტებით,  გამოკითხვაზე მისული ახალგაზრდები მათ საკონტაქტო ნომრებსაც სთხოვენ. გამოკითხვა კი შემდეგ კითხვარებს შეიცავს: რაში დახარჯავენ 1000–ლარიან ვაუჩერს? რა კონკრეტული პრობლემის მოგვარება გსურთ? მიდიხართ  თუ არა არჩევენზე? აძლევთ თუ არა ხმასნაციონალურ მოძრაობასდა დაუჭერთ თუ არა  მხარს  ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძეს?

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერი გიორგი თევდორაძენაციონალური მოძრაობის“  ქვოტით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  მოიზარება. თუმცა, ამ დრომდე თევდორაძე მერის პოსტზე რჩება. რადგან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  მისი წარდგენა ჯერ არ მომხდარა.

ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე გამოკითხვას ზეწოლად მიიჩნევს. „ვისი რა საქმეა მე ვის დავუჭერ მხარს?! ეს არის კონფიდენცილაური და ამის შესახებ გამოკითხვის ჩატარება  ძალდატანებაა ამომრჩეველზე“, – აცხადებს მოსახლეობა.

რაც შეეხება, ქალაქის  მერთან მათ დამოკიდებულებას, ასეთია: „ვიცით საერთოდ ვინ არის?! ოდესმე ჩვენამდე მოსულა?! არასოდეს არ დაინტერებულა ჩვენით. ალბათისიც კი არ იცის ეს ქუჩა რომ არსებობს. შეიძლება სხვაგან დადის მაგრამ ჩვენამდე არც მას და არც მის დაპირებებს ამდრომდე არ მოუღწევია. ამის შემდეგ. როგორ უნდა ვენდო ჩემთვის უცხო ადამიანს?!“  –  ამბობს ქუთაისში .  მალანაის ქუჩაზე მცხოვრები დოდო ნიკოლაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატი კახა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ყველა პარტიას თავისი საქმე აქვს და ამ საქმის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობა" გამოკითხვას აწარმოებს.

"ამაში პრობლემა არაფერია," – ამბობს კახა ნემსიწვერიძე. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ  მიმდინარე გამოკითხვა არ შეიძლება კანონდარღვევად ჩაითვალოს. „კანონდარღვა მაშინ იქნება, როდესაც აღნიშნულ კითხვარებში ადგილი ექნება  ამომრჩევლის მოსყიდვას. თუმცა, ამომრჩეველსაც აქვს უფლება, გამოკითხვის დროს თავი შეიკავოს და არ დაასახელოს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არჩევნებზე მისცემს ხმას “, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის  პროექტის „იცოდე ვის და რისთვის ირჩევ“ წარმომადგენელი ელისო ფაჩაუაშვილი.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა