|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ქართული ოცნების" წევრი ქუჩაში დააკავეს

ამ წუთებში, ქუთაისის #2 პოლიციის განყოფილებაში „ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის წევრს ზაზა ადეიშვის კითხავენ. ადეიშვილი ძალოვნებმა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე დააკავეს წერეთლის ქუჩაზე. იმ დროს, როდესაც, ადეიშვილი თავისი კუთვნილი ავტომობილით სატაქსაოდ იყო გამოსული.

როგორც ზაზა ადეიშვილის დედა ინგა ხელაძე ამბობს, მას პოლიციის #2 განყოფილებაში მისვლისას, თავდაპირველად უმალადნენ რომ მისი შვილი განყოფილებაში ჰყავდათ. ინგა ხელაძის თქმით ზაზა ადეიშვილი წლების წინ თავად მუშაობდა პოლიციის #2 განყოფილებაში. 

„არ ვიცი, რატომ, რა მიზეზით დააკავეს, არაფერს არ  ამბობენ, მაგრამ ჩვენთვის ნათელია მისი დაკავების მიზეზი, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ზაზა „ქართული ოცნების" წევრია. ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყვას და მათთვის საჭმელი რომ ეყიდა სატაქსაოდ იყო გამოსული. ჩემს შვილთან არ ადოკატი შეუშვეს,“ – ამბობს ინგა ხელაძე.

ამ წუთებში პოლიციის #2 განყოფილებასთან  იმყოფებიან "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები. დაკავებულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს მისი ადვოკატი რეზო თოფურია.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა