|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30-ზე მეტი კანდიდატია წარდგენილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30-ზე მეტი კანდიდატია წარდგენილი, მათი სრული სია ორ დღეში გამოცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა მომავალი თავმჯდომარის კანდიდატების დასახელებისთანავე პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართოს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი მიიჩნევენ,  რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს.

„დავიწყებთ მსჯელობას კანდიდატთან დაკავშირებით. ალბათ, კიდევ იქნება საკონსულტაციო შეხვედრა. ამის შემდგეგ, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ვის კანდიდატურას წარმოადგენს პარლამენტში პრეზიდენტი“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარემ ეკა ბესელიამ.

  გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ კანდიდატს, სავარაუდოდ, 23 თებერვლამდე დაასახელებს, რადგან  მმოქმედ ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ დროს ეწურება.

ავტორი: ნიუპრესი