|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია:"ეს ფული, რასაც ასე ფლანგავენ, არის ხალხის სისხლით და ოფლით ნაშოვნი"

პარტიის ,,თავისუფალი საქართელო“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. "ბუნების წიაღში დასვენება, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, ავეჯი, ტრანსპორტირება, საწვავი, სასტუმროები, ეს არის ჩამონათვალი, რაშიც საკმაოდ დიდი  თანხები იხარჯება"-აცხადებს წულაია.

,,თავისუფალი საქართელოს“  იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის ყოველწლიურად შეძენა.  ,,იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფიქროს, თუ როგორ დაარწმუნოს ცენტრალური ხელისუფლება და განსაკუთრებით,  ბიძინა ივანიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ქუთაისში აშენებასთან დაკავშირებით,  იფიქრეს და მოიფიქრეს, რომ თურმე ბუნების წიაღში დასვენებაზე 54 000, მებაღჩეობაზე 40 000, საწვავისთვის მილიონი ლარი, ტრანსპორტირებისთვის 200 000 გამოყონ. მიჩნდება შეკითხვა: ყოველწლიურად ერთჯერად ავეჯს და კომპიუტერებს ყიდულობთ?“ - განაცხადა წულაიამ.

   წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი წინდახედულობისკენ და ნაკლები სითავხედისკენ მოუწოდებს:  ,,მინდა მოვუწოდო ხელიფუფლებას, თავი დაანებოს ამ თავხედობას და გაითვალისწინონ, რომ ეს ფული, რასაც ასე ფლანგავენ, არის ხალხის  სისხლით და ოფლით ნაშოვნი. წინააღმდეგ შემთხვევაში მერიასთან, ქალაქის მოსახლეობასთან ერთად პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ“, - აცხადებს წულაია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე