|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კლდიაშვილი მთავარ პროკურატურას, შსს-ს და ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი მისი უკანონო დაკავების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ის ამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. მის მოპასუხეებს საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ.  

IDFI ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის დეკემბერში კლდიაშვილი ორი დღის განმავლობაში უკანონოდ იყო მოთავსებული წინასწარი დაკავების იზოლატორში მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილ მდგომარეობაში ხელოსნიდან სახლისკენ უნებართვოდ გადატანის გამო.

„გიორგი კლდიაშვილის დაკავება  წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით“,- აცხადებს IDFI ,“ აღნიშნული უფლების დარღვევის გამო მნიშვნელოვანია დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებების შედეგადაც დაირღვა გიორგის კანონიერი უფლებები და თავისუფლებები.“

 კლდიაშვილ განცხადებით  მიმართავს შსს-ს და მოუწოდებს:

1.    ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით უარყოს გავრცელებული არასწორი ინფორმაცია („მსურს მოგახსენოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლახავს ჩემს პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას და არის არასწორი. გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას არ მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რამაც შესაძლებელი გახადა არასწორი წარმოდგენა შექმნილიყო საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“)

2.    ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით უზრუნველყოს ინფორმაციის განთავსება კლდიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისა და გამართლების შესახებ.

 კლდიაშვილი აპირებს  განცხადებით მიმართოვს ასევე პროკურატურას, მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ავტორი: ნიუპრესი