|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტის ახალი სასახლე აშენდება

ქუთაისში 2017  წლის ევროპის ხელბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით სპორტის ახალი სასახლის აშენება იგეგმება. ამის შესახებ დღეს ქუთაისში იმერეთის ოლომპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე  საქართველოს  ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ განაცხადა.  „ 2017 წელს საქართველოში ხელბურთის ევროპის ჩემპოიონატი 19 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის ჩატარდება.  საკვალიფიკაციო თამაშები გაიმართება ქუთაისში. გარდა ამისა, მატჩები ჩატარდება თბილისში, თელავში და ბათუმში. არის  საუბარი და გარკვეული მხარდაჭერა, რომ ქუთაისში ახალი სპორტის სასახლე აშენდეს, რომელიც თანამედროვე და უნივერსალური კომპლექსი იქნება, სადაც ჩემიონატი ჩატარდება და რომელიც, რა თქმა უნდა, დარჩება ქალაქს“, -განუცხადა Newpress.ge”-ს ზურაბ კაკაბაძემ.

 შეხვედრაზე შიდა ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.  ოლიმპიურმა კომიტეტმა და შეხვედრის სტუმრებმა ქუთაისის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარი თეიმურაზ ნადირაძეს დაუჭირეს. ის,  ამავე დროს,  ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. 

ავტორი: ანა ჯიქია