|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა "იბერიის ვარსკვლავის" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

შოთა მურღულია პროკურატურას წლების წინ ქალაქში მიწების უკანონოდ გასხვისების საქმის გამოძიებას თხოვს. მერმა ბრიფინზე განაცხადა, რომ სამშენებლო კომანიასთან "იბერიის ვარსკვლავი" ხელშეკრულება გაუქმებულია მოიჯარის მიერ თანხის გააუხდელობის გამო და აღნიშნული ტერიტორია  მერიის ბალანსზე გადავიდა. 

 „2007 წელს  სამშენებლო კომპანია „იბერიის ვარსკვლავს“ ქალაქში საუკეთესო ადგილები უკანონოდ გადაეცა  პირდაპირი განკარგვის წესით. ვალდებულებაში საკმაოდ დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა 2010 წელს ვალდებულება მოუხსნეს და  ქონება დაუტოვეს. შევისწავლეთ აღნიშნული ფაქტი და  ვფიქრობთ, ამ ქმედებამ ქალაქი დააზარალა, ამიტომაც მივმართეთ პროკურატურას. ვიდრეიბერიის ვარსკვლავსხელშეკრულებას გავუწყვეტდით, მივმართეთ, რომ გადაეხადათ 22 000 ლარი, რომელიც მას გასული წლის მანძილზე იჯარით ქონდა დაკისრებული. ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა და საქმე პროკურატურისთვის გადაგვეცა,” – განაცხადა შოთა მურღულიამ. 

გარდა ამისა მერის თქმით, შპს "იბერიის ვარსკვლავს" ჰქონდა ვალდებულებები.  ეს იყო ქალაქის დასუფთავება, ავტოპარკების მოწყობა. როგორც შოთა მუღღულია ამბობს, კომპანიას  2010 წელს ქუთაისის მერიამ,  ვალდებულებები მოუხსნა, რაც კანონდარღვევაა, რადგან ქონების განკარგვის შესახებ კანონის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია მოიჯარეს  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოუხსნას, მაგრამ ეს   ფინანსურ და საინვესტიციო ვალდებულებებს არ ეხება.    უკანონოდ გაცემულ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე მოიჯარეს თავზე ხელს ვერ გადავუსვამ. ამის გარდა, აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც გამოძიებდაადგენს"-აღნიშნა მურღულიამ. 

შეგახსენებთ, აღნიშნული ფირმა ყოფილი დეპუტატის, გოჩა თევდორაძის სახელთანაა დაკავშირებული.

ავტორი: ანა ჯიქია