|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 ავტომობილის შესაძენად 100 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

... ქუთაისის "სპეციალური სერვისების " სამსახურმა 2015 წლის 10 ივლისს გამოაცხადა ტენდერი 3 მსუბუქ ავტომობილზე. შესყიდვების სავარაუდო ღირებულებად გათვალისწინებულია 100 000 ლარი. წინადადებების მიღება 26 ივლისს სრულდება.

მსუბუქი ავტომობილების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე გაცდა ორგანიზაცია "მედიატორის" კრიტიკის მიზეზი. მათი განცხადებით,  იმ პირობებში, როცა მთავრობა ატარებს "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას, ავტომობილების შეძენა არასწორი ქმედებაა.

"ვფიქრობთ, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე დაუშვებელია ქუთაისის მოსახლეობის თანხების უმიზნოდ ხარჯვა. ველაფერი ემსახურება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების  პირად კომფორტს. გაჭირვებული და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქუთაისელების დაცინვა და აბუჩად აგდება ის, რასაც ქუთაისის მერია ქალაქის ბიუჯეტს უკეთებს. ხარჯავს საკუთარი კომფორტისთვის იმ ფონზე , როცა სახელმწიფოში ფაქტობრივად ეკონომიკური კოლაფსია და მთავრობასაც დეკლარილებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აქვს,–აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა კახიძე.



ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა