|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ რუსეთის მოქალაქე ფეთქებადი ნივთიერების შემოტანისას დააკავა

შსს- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ოთარ . დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ოთარ - კუთვნილი "ვაზ 3221" ტიპის ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილი სამალავებიდან არადეკლარირებული ტვირთი - 180 ქილა ფეთქებადი ნივთიერება - დენთი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45280,8 გრამ უკვამლო დენთს წარმოადგენს და ფეთქებად ნივთიერებათა კატეგორიას განეკუთვნება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214- მუხლის მე-4 ნაწილით).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა