|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთსულოვნება" საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ერთსულოვნება" საქართველოს 10 დიდი ქალაქში პრესკონფერენციებს მართავს, რომლის მიზანიც საზოგადეობის გააქტიურება და რეზოლუციის ფორმატის შემუშავებაა. კოალიციის წარმომადგენელებმა შეხვედრა დღეს ქუთაისში გამართეს და შეკრებილ საზოგადოებას  მათ მიერ შემუშავებული 21 ძირითადი მოთხოვნა გააცნეს.

"აუცილებელია საზოგადეობის გააქტიურება, რისთვისაც კოალიციამ სხვადასხვა ქალაქში მოსამზადებელი შეხვედრები გამართა. საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ხედვებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია. სექტემბერში გაფართოებულ ფორუმს ჩავატარებთ, რის შემდეგაც ხელისუფლებას და საზოგადოებას წარვუდგენთ ამ ხედვებს და მოვითხოვთ მათ დამტკიცებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანის ჩართვა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით არ წავიდეს"–განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა მიხეილ ანდღულაძემ.

საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გაერთიანებაში "ერთსულოვნება" 300–მდე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა შედის, მათი  ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ტრადიციების შენარჩუნება და დასაქმების პოლიტიკის გაძლიერებაა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა