|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ენერგომაფიის დაკვეთით მოხდა"

ეკონომიკის ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე   ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან  დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ენერგომაფიის დაკვეთით განხორციელდა. „ენერგეტიკაში სემეკის მიერ სიცრუეზე აგებულ არგუმენტებზე მე დიდი ხანია ვსაუბრობ. სემეკი ასრულებს დავალებას - ახლა არ დამიწყოს ვინმემ მტკიცება, რომ სემეკი დამოუკიდებელია და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ენერგომაფიას მთავრობასა და ხელისუფლებაში სერიოზული ლობი ჰყავს და ტარიფების ზრდაც მათი ინტერესების შესაბამისად ხდება! ტარიფების ზრდა კიდევ უფრო დაარტყამს ეკონომიკას, შეზღუდავს მცირე და საშუალო ბიზნესს და ეს სულ მალე, წლის ბოლომდე აუცილებლად გამოჩნდება. 
ასე რომ, ის შავბნელი პერიოდი, რომელიც ენერგეტიკაში შევარდნაძის დროს დაიწყო, კვლავ გრძელდება, რადგან ენერგოსფეროში მაშინდელი ყველა აქტორი კვლავ სერიოზულ პოზიციებს ინარჩუნებს. მათ კარგად იციან თუ როგორ უნდა ძარცვონ საკუთარი მოსახლეობა. ამ სიტუაციაში სემეკი უსუსურად გამოიყურება და ვფიქრობ, რომ იგი სულ უფრო ემსგავსება წურბელა ორგანიზაციას"-აცხადებს დემურ გიორხელიძე მედიასთან საუბარში. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა