|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალმა ხელისუფლებამ რეგიონების პრიორიტეტები უცვლელი დატოვა

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაცია, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურიზმის განვითარება და დასაქმება  -ასე გამოიყურება მომავალი წლის  ბიუჯეტის პროექტის რეგიონული ნაწილის პრიორიტეტები.

2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერი 770 მილიონ 123 100 ლარს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტიდან გუბერნატორის აპარატი 6 მილიონ 070 000 ლარით ფინანსდება. აქედან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისათვის 750 000 ლარია გათვალისწინებული.  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით კი ქუთაისი 27 მილიონ 406 700 ლარს მიიღებს.

„რეგიონებისათვის მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რადგან წყალმომარაგების კუთხით მთელ საქართველოში ცუდი მდგომარეობაა. ბიუჯეტის პრიორიტეტები დაახლოებით, გასული წლის პრიორიტეტების მსგავსია. თანხების შემცირება არ მომხდარა. უბრალოდ თვითონ პროგრამებშია დაფინანსების ცვლილებები. რეგიონებში მიმდინარე პროექტებს ცვლილება არ ეხება და დაწყებული პროექტები გაგრძელდება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ბიუჯეტის საერთო პროექტს, მაგრამ არის შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტი ისევ დაბრუნდება კომიტეტში,“ - ამბობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ერაკლი ტრიპოლსკი.   

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით  რეგიონების სოფლებისათვის განსაზღვრულია „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა