|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ დაგეგმილი პროექტების განხორციელება შეწყვიტა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, თამარ მეფის ქუჩაზე, რეკონსტრუქციის გარეშე დარჩენილ შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები აღარ ჩაუტარდება.

აღნიშნული შენონების რეკონსტრუქციაზე ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე საუბრობდნენ, რომელთა რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა.

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობების  ნაწილს (7 ობიექტს) სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის ზაფხულში ჩაუტარდა. სწორედ, ამ შენობების რეკონსტუქციის დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო დარჩენილი ობიექტების  რემონტიც.

ქალაქის ცენტარულ ნაწილში მდებარე 7 ობიექტს: თამარ მეფის ქუჩა #2; #3; #4;  #5; და #7 შენობებს; გელათის ქუჩა #2–სა და ფალიაშვილისა და ბროსეს ქუჩების კუთხის შენობა #51–ს სარეკონსტრუქციო სამუშაოები "ქალაქის ისტორიული  ცენტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის პროექტის" ფარგლებში ჩაუტარდა.

შენობების სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისში დამთავრდა. ობიექტების რეაბილიტაცია თბილისურმა სამშენებლო კომპანია "არტესმა" განახორციელა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. შენობების რეკონსტრუქციისათვის 2 მლნ 299 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი. „არტესმა“ ობიექტებზე ძირითადად ფასადური სამუშაობი შეასრულა, ხოლო საძირკვლის გამაგრებითი  სამუშაოები  მხოლოდ ხუთ ობიექტზე ჩატარდა, რომლებზედაც მანსარდები დაშენდა.

"ჩვენ ქალაქის ცენტრში მდებარე 7 ობიექტის სარეაბილიტაციო  სამუშაოები  მიმდინარე  წლის ივლისში  დავასრულეთ. მართალია, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ვგეგმვდით თამარ მეფის ქუჩაზე  დანარჩენი შენობების რეაბილიტაციასაც. მაგრამ,  მინდა გითხრათ,  რომ ჩვენ ბევრ რამეს ვგეგმავდით. ახლა მთავრობაში სხვა არის და იმედია, ჩვენს დაწყებულ პროექტებს  ის გააგრძელებს. ჩვენ პასუხისმგებელი მხოლოდ იმაზე ვართ, რომლის პროექტიც გვქონდა შემუშავებული", – ამბობს  ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი. მისივე განმარტებით, შენობების  რეაბილიტაციის გაგრძელება მხოლოდ იდეის დონეზე იყო.

 

"ქალაქის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში" 7 ობიექტის რეკონსტრუქცისა გარდა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  .. კოლხური შადრევანი აშენდა, მოედანზე დაიგო ქვაფენილები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მესხიშვილის  დრამატულ თეატრს. საერთო ჯამში პროექტის ღირებულება 5 მლნ ლარი იყო, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ისტორიული უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2007 წელს დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. მაშინ სარეაბილიტაციო სამუშაობი ისტორიული უბნის იერსახის შეცვლით დასრულდა, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარი გამოიყო. ქალაქის ისტორიული ცენტრის  სარეაბილიატაციო  სამუშაოების მეორე ეტაპი, 2011 წლის ოქტომბრიდან განახლდა,  რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა