|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმისამართოდ დახარჯული წყალი

ქუ­ჩა­ში უკონ­ტრო­ლოდ დაღ­ვრი­ლი წყალი, გუბეები საცხოვ­რებელი სახლების წინ, გარ­თუ­ლებული გა­და­ად­გი­ლება და წყლის გა­და­სახად­ზე გაზ­რდი­ლი თანხები - ეს იმ პრობლე­მა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რო­მე­ლიც მო­სახლეობას ქუ­თა­­სის სხვა­დასხვა უბან­ში, წყალ­ქცე­ვების გა­მო აწუხებს.

პრობლე­მურ უბნებზე მაცხოვ­რებლები აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ მი­ერ წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­­ში არა­ერ­თგზის და­წე­რი­ლი განცხადების მიუხედა­ვად, კომ­პა­ნი­ის მხრი­დან სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შოები ან უხარისხოდ, ან სა­ერ­თოდ არ ხორ­ცი­ელ­დება.

ქუ­თა­ის­ში, შალ­ვა და­დი­­ნის ქუ­ჩა ერთ-ერ­თი იმ უბან­თა­გა­ნი­ა, სა­დაც მო­სახლეობას წყალ­ქცე­ვები მწვა­ვე პრობლე­მას უქ­მნის. ად­გი­ლობრი­ვი მაცხოვ­რებლების თქმით, მათ ქუ­ჩა­ზე წყალ­გაყვა­ნი­ლობის მი­ლები 1960 წლის შემ­დეგ არ გა­მოც­ვლი­ლა. შე­საბამი­სად, წყალ­გაყვა­ნი­ლობის მოძ­ვე­ლებული მი­ლებიდან წყალი სა­ვა­ლი გზის  ზე­და­პირ­ზე იღ­ვრება.

და­ზი­­ნებული მი­ლებიდან გად­მო­სუ­ლი და და­გუბებული წყალი, და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მაცხოვ­რებლებს ყოველ დი­ლით, სა­კუ­თარ ჭიშ­კრებთან ხვდებათ და რო­გორც თა­ვად ამბობენ, ხელს გა­და­ად­გი­ლებაშიც უშ­ლით. ,,ქუ­ჩა­ში და­ზი­­ნებული მი­ლებიდან წყალი ფან­ტა­ნი­ვით ამო­დის. ზო­გი ჭი­რი მარ­გებელი­აო და ამით ვგებულობთ, რომ წყალი უკ­ვე  მო­სუ­ლი­ა. ძვე­ლია ეს მი­ლები, მგო­ნი, ჩემ­ზე უფ­რო­სიც კი და გა­მოც­ვლას სა­ჭი­როებს", - ამბობს და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები ვლა­დი­მერ ვა­ჩიბერა­ძე.

მო­სახლეობის თქმით­ვე, ხში­რია შემთხვე­ვები, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში და­გუბებული წყალი არ შრება. ეს კი მათ და­მა­ტებით თავ­სა­ტეხს უჩენს. ,,ტბად იქ­ცე­ვა ხოლ­მე ის და­გუბებული წყალი, რო­მე­ლიც ვერც გა­სას­ვლელს პო­­ლობს და ვერც შრება. ამის გა­მო დამყაყებული წლის სა­ში­ნე­ლი სუ­ნიც ტრი­­ლებს ქუ­ჩა­ში. ერთ დღე­საც, შე­იძ­ლება ეს წყალი ისევ მილ­ში ჩაბრუნ­დეს  და და­ვი­წამ­ლოთ", - ამბობს და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები ამი­რან ყურაშ­ვი­ლი.

მო­სახლეობა ჰყვება, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ უბან­ში, და­ზი­­ნებული მი­ლებისა და წყალ­ქცე­ვების პრობლე­მამ თა­ვი ერ­თი წლის წინ იჩი­ნა. აღ­ნიშ­ნულ  ფაქტს და­დი­­ნის ქუ­ჩის მკვიდ­რნი გამ­რიცხვე­ლი­­ნების პრო­ცესს უკავ­ში­რებენ. ,,გა­სულ წელს, ჩვენს ქუ­ჩა­ში წყლის მრიცხვე­ლები და­­მონ­ტაჟეს. წყალ­ზე დი­დი სა­ფა­სუ­რის გა­მო, უკ­ვე ჩვენც აღარ ვუშ­ვებთ ონ­კანს ისე თა­ვი­სუფ­ლად, რო­გორც ად­რე. შე­საბამი­სად, მი­ლებში წყლის რა­­დე­ნობაც და წნე­ვაც უფ­რო მა­ღა­ლი­ა. ამი­ტომ, წყალიც თა­ვი­სუ­ფალ გზას და­ზი­­ნებულ მი­ლებში პო­­ლობს და ქუ­ჩა­ში გად­მო­­დი­ნება", - გან­მარ­ტავს ვლა­დი­მერ ვა­ჩიბერა­ძე.

და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე, წყალ­გაყვა­ნი­ლობის შე­სა­კე­თებელი მი­ლის სიგ­რძე 500 მეტ­რი­ა. რომ­ლის გა­მოც­ვლი­სა და რეაბილი­ტა­ცი­ის­თვის მო­სახლეობამ წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­­სის სერ­ვის ცენტრს, არა­ერ­თგზის მი­მარ­თა. ,,მო­ვი­დოდ­ნენ, ერ­თი სა­­თით შე­­კე­თებდნენ და მე­რე ის­ვე  წა­ვი­დოდ­ნენ. ეს კი საქ­მეს არ შვე­ლო­და", - ამბობს და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები მა­ნა­ნა ზუმბაძე.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების ქუ­თა­­სის სერ­ვის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ უბან­ზე, წყალ­ქცე­ვები არა მათ მი­ერ რეაბილი­ტი­რებული სის­ტე­მი­დან, არა­მედ ძვე­ლი, არა­რეაბილი­ტი­რებული მი­ლებიდან ფიქ­სირ­დება. „და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე წელს, ქუ­თა­­სის სერ­ვის ცენ­ტრის მი­ერ, გა­მო­იც­ვა­ლა  ამორ­ტი­ზებული წყალ­მო­მა­რა­გების ქსე­ლის 130 გრძი­ვი მეტ­რი," - ამბობს წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­­სის სერ­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლა­შა გი­ორ­გა­ძე.

და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მაცხოვ­რებლები კი ამ­ტკი­ცებენ, რომ წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­­დან მო­სუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლები წყალ­გაყვა­ნი­ლობის მი­ლებს მხოლოდ ,,ერთჯერა­დად" აკე­თებდნენ. რის გა­მოც, პრობლე­მა მე­­რე კვი­რას, კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოებული მას­შტაბით იჩენ­და თავს. „აზ­რი არ ჰქონ­და მა­გათ მოს­ვლას. გა­­კე­თებდნენ ერთ ად­გილს, მაგ­რამ წყალი ნახავ­და მე­­რე და­ზი­­ნებულ ად­გილს და წყალ­გაყვა­ნი­ლობის მი­ლები ისევ გა­მო­დი­­და მწყობრი­დან. ამის მე­რე, კი­დევ ბევრჯერ მივ­მარ­თეთ წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ას, მაგ­რამ მათ­გან მხოლოდ ის მო­ვის­მი­ნეთ, რომ პრობლე­მა მა­ლე გა­და­იჭ­რება. რო­გორც ვი­ცი, ამ სა­მუ­შა­ოების განხორ­ცი­­ლების ბოლო ვა­და, მიმ­დი­ნა­რე წლის, ოქ­ტომბერი იყო. ახლა კი ამბობენ, ჩა­დებულია თქვე­ნი ქუ­ჩის მი­ლების გა­მოც­ვლა პროგ­რა­მა­ში­ო, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის გა­­კე­თებენ ამას, არ გვეუბნებიან ", - აღ­ნიშ­ნავს და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები შალ­ვა გო­გო­ნა­ძე.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა