|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობა უმცირესობის იმედად რჩება

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხვალ, 13 ნოემბერს  პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიმართება. თუმცა უმრავლესობას სხდომის გასახსნელად დეპუტატების საჭირო რაოდენობა (76 კაცი)  ამ დროისთვის  არ ჰყავს. ამიტომ, კოალიცია უმცირესობის იმედზე რჩება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ირინე იმერლიშვილის თქმით, უმრავლესობას ამ ეტაპზე 72 დეპუტატი ჰყავს. სხდომის გასახსნელად კი 76 დეპუტატია საჭირო.

„მე ვიცი, რომ ახლადშექმნილი ფრაქციის -„დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარების“ წევრები აპირებენ სესიაზე დასწრებას. მართალია, ეს ხალხი უმრავლესობაში არ არის გაერთიანებული, მაგრამ კვორუმი გვექნება. როგორც ჩემთვის ცნობილია, სხდომაზე დასწრებას „ნაციონალებიც“ გეგმავენ,“ - ამბობს ირინე იმერლიშვილი.

რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, გიორგი ტუღუშისათვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და პარლამენტში „ოცნების“ პარტიული სიით შემოსული  ახალი წევრებისათვის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა