|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმებაზე უარს ამბობს

მომავალ წელს ხელისუფლება სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას აღარ განახორციელებს.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ახალი ხელისუფლება სკეპტიკურად არის განწყობილი წინასაარჩევნოდ განხორციელებული ასეთი ტიპის დასაქმების  პროგრამების მიმართ.

„მომავალ წელს 40 მილიონი ლარით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება. განათლების სფეროში  დაიწყება ხელფასების ზრდის პროცესი. გაგრძელდება სკოლების რეაბილიტაცია და გაიზრდება სახელმწიფო გრანტების მოცულობა. თუმცა, ჩვენ აღარ განვახორციელებთ სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებული
თანხები მიმართული იქნება მათი სწავლის საფასურის დაფარვის კუთხით. სტუდენტებს ასევე დავეხმარებით სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებით,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა