|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

ოტია იოსელიანის დაბადების დღე, შესაძლოა, სახალხო დღესასწაულად იქცეს

ოტია იოსელიანის დაბადებიდან 87-ე წლისთავთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მწერლის ეზოში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.

მწერლის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ოტია იოსელიანის ხსოვნას პატივი მწერლებმა, წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ქუთაისიდან ჩასულმა ხელოვანებმა მიაგეს.

„დღეს აქ ძალიან საინტერესო იდეა გაჟღერდა, რომ ოტიას დაბადების დღე სახალხო დღესასწაულად იქცეს. მე, როგორც რიგითი წყალტუბოელი და ოტია იოსელიანის შემოქმედების თაყვანისმცემელი, მინდა შევუერთდე ამ წამოწყებას“, - განაცხადა წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ცოტნე ზურაბიანმა.

მწერლის იუბილესთან დაკავშირებით, ოტია იოსელიანის ლექსები ქუთაისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობებმა წაიკითხეს. მოეწყო წყალტუბოს საკვირაო სკოლის მოსწავლეების ფოტოების გამოფენა. დღის ბოლოს ოჯახის წევრებმა სტუმრებს „ოტიას ეზოს“ მარნის გახსნაზე უმასპინძლეს.

ავტორი: ნიუპრესი