|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ნადირაძე ჭაითურელებს მერობის კანდიდატად მარიამ ჯაშმა წარუდგინა [R]

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“ ჭიათურაში მერობისთვის პაატა ნადირაძე იბრძოლებს. მერობის კანდიდატი დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და „ქართული ოცნების“ სახელით, მმართველი გუნდის წევრმა მარიამ ჯაშმა თანაქალაქელების წინაშე წარადგინა.

„პაატა ნადირაძის სახით ჩვენმა გუნდმა უძლიერესი მერობის კანდიდატი წარუდგინა ჭიათურას.მას 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და მისი ეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი ყოველთვის ჭიათურასთან გახლდათ დაკავშირებული. ის ყველა საკითხს ზედმიწევნით კარგად იცნობს და მჯერა, რომ არსებულ პრობლემებს დაძლევს და 4 წლის შემდეგ ქალაქი უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება“-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მან მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა ნდობისათვის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საკრებულოს 18 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გააცნო.და იმისათვის, რომ მისცა შანსი, ემსახუროს თავის ქალაქს. მან ასევე მადლიერება გამოხატა ამომრჩევლების მიმართ და შეკრებილებს ის პროექტები გააცნო,რომლებიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში აუცილებლად განხორციელდება, რადგან ყველა მათგანი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჭიათურისთვის. შეხვედრის ბოლოს მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საკრებულოს 18 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გააცნო. კანდიდატების წარდგენას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ესწრებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა