|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტში დაიწყო კამპანია, სახელწოდებით, პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო"

პარლამენტში გუშინ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას.

როგორც პრეზიდენტმა გუშინ, გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" საუბრისას განაცხადა, მის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს კამპანიები სხვადასხვა ლოზუნგებით მიმდინარეობდა და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, არამედ გარკვეული პიარის ნაწილია. მარგველაშვილის თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის დროს დეპუტატების მხრიდან კრიტიკა არ ისმოდა, ძირითადი თემები კი მიღებული და გაზიარებულია. "კამპანია, რომელიც გუშინ დაიწყო, ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო, არ არის პირველი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. როდესაც მე გამოვაცხადე 2016 წელი ქალთა წლად, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ქალები ციხეში ისხდნენ. როდესაც ვსაუბრობდი სხვადასხვა საკითხზე, დაიყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია "ნაციონალებთან". მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება ან მათი მიზეზის განსაზღვრა. სიმართლე გითხრათ, არც ვუღრმავდები ხოლმე ამ საკითხებს. სამწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის, ეს რაღაც პიარის ნაწილია, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ კრიტიკა არ ისმოდა. ძირითადი თემები, რაზეც მე ვისაუბრე, იქნა მიღებული და გაზიარებული. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან თუ დავუკვირდებით ჩემს გამოსვლებს პარლამენტში, ჩემი გზავნილები პირველი გამოსვლიდან დღემდე უცვლელია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

ipn.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა