|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციის ლენტის ამარა დარჩენილი უსაფრთხოება ცისფერყანწელების ქუჩაზე

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე მდებარე თაღთან, რომელიც მონ პლეზირის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ტეროტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული, რაც საფრთხის არსებობას მიუთითებს. 

შენობიდან სამშენებლო მასალების ვარდნის გამო რამდენიმე წლის წინ 18 წლის ახალგაზრდა სერიოზულად დაშავდა.

ტერიტორიაზე მოქალაქეები გადაადგილდებიან. რადგანაც ადგილი პირველ და მესამე სკოლის მიმდებარედაა, აქ ძირითადად მოსწავლეები მოძრაობენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, ის  შპს "ოქროს ჩარდახს" ეკუთვნის, რომელიც გოჩა თევდორაძისა და დავით კოსტავას მფლობელობაში იყო. შენობამ აღნიშნული იერსახე წლების წინ  ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად მიიღო, თუმცა შემდეგ სამუშაოები არ გაგრძელებულა. ადგილზე სასტუმროს მოწყობა იგეგმებოდა.  შეუსრულებელი ვალდებულებების გამო შპს-ს მფლობებლებს ფინანსური სანქციებიც დაეკისრათ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა