|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა - „სამართლიანი არჩევნები”

 „სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება შეიმჩნევა, რაც სავარაუდოდ,  წინასააარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს ემსახურება.  კვლევის თანახმად, მსგავსი ფაქტები სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.

რაც შეეხება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, კვლევის თანახმად ასეთი 5 ფაქტი გამოვლინდა.

ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში.

„აღსანიშნავია 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშავონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების” სასარგებლოდ”,- აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევა  2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა