|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

"პროპორციული სისტემა პარტიების გაძლიერებაზეა ორიენტირებული"

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე მმართველ გუნდშიც ვერ თანხმდებიან. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.

 პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი.  როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, პროპორციული სისტემა განვითარებული ქვეყნების მოდელია და პარტიების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

„მაჟორიტარი ვარ, მაგრამ ვემხრობი პროპორციულ მოდელს. რადგან პროპორციული სისტემა არის განვითარებული და წარმატებული ქვეყნების მოდელი. მისი მთავარი მიზანია, პარტიები იმ დონეზე გაძლიერდნენ, რომ მათში შემავალი პიროვნებები პროპორციული სიებით იყვნენ არჩეული. სიაში, რომელსაც პარტია წარადგენს, უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან არა რომელიმე რაიონის, არამედ ქვეყნის წარმომადგენლები. ამიტომ ვემხრობი ამ მოდელს, თუმცა მეორე მხარესაც აქვს არგუმენტები, რაც მისაღებია. ამის გამო მიმდინარეობს მსჯელობა. შეიძლება ახალ მოდელზე გადასვლა, ვერ მოხდეს 2020 წლისთვის, თუმცა, როდესაც ქვეყანა იქნება მზად, ვთვლი, რომ უნდა შეიცვალოს. ამჯერად თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ დარჩეს არსებული მოდელი, მე მხარს დავუჭერ გუნდის გადაწყვეტილებას“–განაცხადა გენადი მარგველშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი