|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩაშლილი პროტესტი - ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები აქციაზე არ მივიდნენ

ბუხაიძის ქუჩის ნომერ 19 და 17 კორპუსების ბინადრები მათ მიმდებარედ კაფეს მშენებლობას აპროტესტებენ.

რამდენიმე დღის წინ ადგილზე მოსახლეობასა და კაფეს მფლობელებს შორის დაპირსპირებაც მოხდა, რაც ადგილობრივების მიერ მესრის დარღვევას მოყვა. მოქალაქეები მათი კორპუსების მიმდებარედ კაფეს ნაცვლად სკვერის მოწყობას ითხოვდნენ, როგორც თავად ირწმუნებიან, თხოვნით მერიასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივებმა აქცია დღესაც დაანონსეს. მათი ინფორმაციით,  კაფეს მეპატრონეები გეგმავდნენ არსებული ტეროტორიის შემოღობვას, რაც მოქალაქეებს უნდა გაეპროტესტებინათ. ადგილზე სამუშაოები დილით არ განახლდა, რის გამოც ადგილობრივების პროტესტი დახურულ კარს მიღმა დარჩა. მოქალაქეები მათ მიერ მიწვეულ ჟურნალისტებს არ შეხვდნენ და შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ადგილი, რომელიც მერიამ კაფე "ფლამინგოს" ასაშენებლად კახა მეფარიშვილს გამოუყო, ამ დროისთის ავტოსადგომის მოვალეობას ასრულებს. ტერიტორიას, რომელიც მოქალაქეებს  სკვერისთვის უნდათ,  მოვლა ნამდვილად არ ეტყობა.  ნაწილი ქვიშით არის დაფარული, ნაწილი კი სარეველა ბალახით.

ბუხაიძის ქუჩაზე, სამუშაოების დაწყებას ადგილობრივებთან ერთად პოლიტიკური პარტიის წევრებიც აპროტესტებდნენ. ისინი მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებას და მერიის მიერ სხვა ტერიტორიის გამოყოფას ითხოვენ.

კაფე, რომლის ადგილმონაცვლეობაცაა დაგეგმილი, ამ დროისთვის თამარ მეფის ქუჩაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ვადები შეჩერებული აქვს, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მერია მორიგებაზე წავიდა და ახალი ტერიტორია შესთავაზა. "ფლამინგოს" ადგილზე პარკირება მოეწყობა.

რაც შეეხება სკვერის მოთხოვნას, მერიაში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს სკვერის მოწყობის თხოვნით არ მიუმართავთ.

 

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა