|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული

"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული ცნობილია. წარდგენა სასტუმრო "ბაგრატი 1003-"ის ტერასაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს.

1.ნიკოლოზ ლატარია -საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2.  მაია სიმონიძე - სამკერვალო საწარმოს "იმერი" ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი -"მოქალაქეთა კავშირიდან"

3 რამაზ ჩხიკვაძე -სპორტული ჟურნალისტი

4. ალექსანდრე ახალაძე - კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი, საკრებულოს ყოფილი წევრი "აღორძინებიდან"

5. ოთარ ლორთქიფანიძე -"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

6.  ლაშა გვენეტაძე  - საკრებულოს წევრი, ის ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. 

7. ნანა კოსტავა - "ქართული ოცნების" წევრი

8. დავით წულეისკირი -წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი

9. ვლასი გარდაფხაძე -იურისტი

10. კობა ფხაკაძე - მსოფლიო ჩემპიონი, მოკრივე

 საკრებულოს პროპორციული სია მხარდამჭერებსა და მედიას ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ წარუდგინა. "ეს ადამიანები შევარჩიეთ პროფესიონალიზმით, ერთგულებითა და ქალაქის სიყვარულით", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

წარდგენას არ ესწრებოდა ქუთაისის მერი. ღონისძიებაზე ტრადიციულად იმყოფებოდნენ ქუთაისის  მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა