|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატმა შეხვედრა სამ სოფელში გამართა [R]

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გოგორიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს სოფლებს - გორას, ზედა გორასა და უხუთს ესტუმრა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც, მერად არჩევის შემთხვევაში, ამ სოფლებში აპირებს.

გოგორიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს მთავრდება სოფელ ქვედა გორას გაზიფიცირება, ხოლო სოფელ უხუთს ბუნებრივი აირი მომავალი წლის ბოლოდან ექნება. მისივე თქმით, აღნიშნულ სოფლებში ასევე მოგვარდება საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა.

სოფელ უხუთში, მერობის კანდიდატმა, საბავშვო ბაღის მშენებარე ობიექტიც დაათვალიერა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა