|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ბექა ლომთაძე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 61-კგ წონის კატეგორიის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
 
ქუთაისელმა მოჭიდავემ  1/8-ფინალში მოლდოველი მიჰაი ეშანუს მოუგო- 10:0.  შემდეგ ეტაპზე,  1/4-ფინალში ამერიკელი ტილერ ლი გრაფი დაამარცხა- 3:1. ხოლო ნახევარფინალში ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარეს 10:6 აჯობა.
 
ბექა ლომთაძეს აქამდე 3 ფინალი ჰქონდა წაგებული- 2 ევროპისა და 1 მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა კი დამსახურებულად მოიპოვა პრესტიჟული ტიტული.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა