|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა გოგონამ 60 000 დოლარიანი გრანტი მოიპოვა

ქუთაისელმა მოსწავლემ მარია ერაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ინტელის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდა მეცნიერი უკვე რამოდენიმე კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია. მისი წარმატება ჯერ კიდევ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადიდან დაიწყო, შემდეგ მარიამ მეწყვილე გიორგი ფხაკაძესთან ერთად მეცნიერული ნაშრომით „ცოცხალი საკვები“ ლეონარდო დავინჩის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. ახლახანს მარიამ იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტიდანაც მიიღო მოწვევა, სადაც მან 60 000 დოლარზე მეტის სასწავლო გრანტი მოიპოვა.

"ფაბლისითის" ინფორმაციით, ახალი პროდუქტი მიგნებაა თანამედროვე მეცნიერებაში. „ცოცხალ საკვებში“ ქუთაისელმა მოსწავლემ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩია. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტს სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რათა საბოლოო ჯამში განსაკუთრებული თვისებების მქონე ნედლეული მიეღოთ.

 

 

 

ამ თემაზე: „ცოცხალი საკვები“ -ქუთაისელი მოსწავლეების უნიკალური აღმოჩენა

ავტორი: ნიუპრესი