|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტს საკრებულო, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილა საკრებულოს ხუთმა კომისიამ. კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები მერიას 25  ნოემბერს გადაეგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი იმედოვნებს, რომ მერია შეძლებს ყველა მათი შენიშვნის შეტანას ბიუჯეტში.  

დავით დვალის განცხადებით, ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა 25 დეკემბრამდე აქვთ, თუმცა ცდილობენ ბიუჯეტის დროულად  დამტკიცებას, რადგან შემდგომ ტენდერების გამოცხადება არ შეფერხდეს.

ხვალ საკრებულოში რიგგარეშე 29-ე სხდომა არის ჩანიშნული, სადაც სავარაუდოდ, ბიუჯეტის დამტკიცებაც მოხდება.

როგორც ცნობილია, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 51 572 800 ლარით  განისაზღვრა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა