|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

ქუთაისის საკრებულო 7 დეკემბერს რიგგარეშე სხდომას გამართავს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 7 დეკემბერს, 14:00 საათზე რიგგარეშე პირველ სხდომას გამართავს.

როგორც საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, სხდომა რიგგარეშეა და ამიტომ განსახილველი საკითხები ჯერჯერობით უცნობია.

წინა სხდომაზე  საკრებულომ  დაამტკიცა მუდმივმოქმედი  კომისიის შემადგენლობები და ასევე თანხმობა გამოუცხადა მერს რეორგანიზაციის დაწყების საკითხში.  საკრებულომ ძალადაკარგულად გამოაცხადა იმ დრომდე არსებული ატესტაციისა და ვაკანტურ თანამდებობათა დაკავების წესები. მერიაში რეორგანიზაციის პროცესი უკვე დაიწყო, აცხადებენ, რომ ვაკანტურად დარჩენილი სამსახურის უფროსების თანამდებობების დაკავება კონკურსის წესით მოხდება, თუმცა კონკურსის ჩატარების ახალი წესი საკრებულოს მიღებული არ აქვს.  

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომების ტრადიციას, წინა მოწვევის საკრებულოს 72 -დან 35 რიგგარეშე სხდომა ჰქონდა ჩატარებული, რის გამოც არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. 

ავტორი: ნიუპრესი