|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ბაღების გაერთიანებამ" ყოფილ თანამშრომელს სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქალაქომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. საქმე ეხება ქუთაისის "ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორის ყოფილი მოადგილისა და გაერთიანების დავას.

მაკა ნაცვლიშვილი გაერთიანებას უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებდა, სამსახურში აღდგენას და განაცდურის გადახდას ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ, გასულ წელს სრულად დააკმაყოფილა მაკა ნაცვლიშვილის სარჩელი, მისი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება ცნობილ იქნა უკანონოდ და გაერთიანებას დაეკისრა სოლიდური თანხის გადახდა მაკა ნაცვლიშვილი სასარგებლოდ.

გადაწყვეტილება გაერთიანებამ სააპელაციოში გაასაჩივრა. დღეს კი სააპალეციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად  მაკა ნაცვლიშვილი არ დაექვემდებარა არც თანამდებობაზე აღდგენას და არც განაცდურის ანაზღაურებას. 

მაკა ნაცვლიშვილის ინტერესებს ადვოკატი რობიზონს ხურცილავა იცავს. მისი განცხადებით, დღეს ნაცვლიშვილის პროცესს არ ესწრებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ის იცის გაგარძელდება თუ არა დავა უზენაესში.

ამასთან ერთად გრძელდება სასამართლო პროცესები გაერთიანების N1; 13; 15; 17 ფილიალებში 2015 წელს ჩატარებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. N 13 და 1 ბაღების გამგეების საჩივარი სასამართლოს ორმა ინსტანციამ სრულად დააკმაყოფილა და გაერთიანებას მათი სასამართლში აღდგება დაევალა.

რაც შეეხება N 15 ბაღის გამგის ნანა კაკურიას პროცესს, რობიზონ ხურცილავას განცხადებით, სააპელეციო სასამართლომ დაასრულა დავის განხილვა, განაჩენი 31 მარტს გამოცხადდება, როგორც ადვოკატი განმარტავს, კაკურიას საქმეზეც სააპელაციო სასამართლო საქალაქოს გადაწყვეტილებას გაიმეორებს.  

გაერთანების იურისტი რამაზ იობიძის განცხადებით, ორმა საქმემ უზენაესში გადაინაცვლა.  მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, გაერთიანების მიერ სასამართლო დავებში წაგებული 17 000 ლარის შესახებ არ გამართლდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა