|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქუთაისის ეტალონი მოსწავლის" ვინაობა ცნობილია

კონკურსში ,,ქუთაისის ეტალონი მოსწავლე" მონაწილეობას  15  სკოლის წარმომადგენელი იღებდა.  საფინალო ტურის შემდეგ გამოვინდა სამი ლიდერი,  რომელთაგანაც  ქუთაისის ეტალონი მოსწავლე გამოავლინეს.
ქუთაისის ეტალონი მოსწავლე გახდა მეოცე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე დემურ დანგაძე.  იგი ქუთაისს 2016 წლის 21 მაისს ეტალონის შესარჩევ ტურში წარადგენს. გამარჯებულს 50-დან ყველაზე მაღალი 45 სწორი პასუხი დაუფიქსირდა.
ეტალონი სახალხო პროექტია, რომელიც რამდენიმე წელია პატრიარქის ლოცვა- კურთხევით იმართება. 
ეტალონის მონაწილეები ქალაქის მერმა და ქუთაისის მერიის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის ძეგლთა დაცვის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა სიგელებით დააჯილდოვეს. გამარჯვებულს კი დიპლომთან ერთად "ვეფხისტყაოსანი" გადაეცა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა