|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი ფინანსების არ ქონის გამო, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაემგზავროს

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდი ფინანსების არ ქონის გამო, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაემგზავროს.

"უქიმერიონის"  მწვრთნელის ავთანდილ თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის მერია მხოლოდ მგზავრთა ხარჯების ანაზღაურებას დაპირდა, რაც გუნდისთვის არასაკმარისია.

"სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ქუთაისის ერთადერთი ქალთა გუნდი ჰოკეიში, შესაძლოა, ფინანსების არ ქონის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშოს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სამგზავრო ხარჯს გვიფინანსებს, ამის გარდა დამატები 10 ათასი ლარი გვჭირდება, რისი მოძიებაც საკუთარი ძალებით შეუძლებელია. ერთადერთი იმედიღა დაგვრჩა, თხოვნით მივმართეთ იმერეთის გუბერნატორს, იმედია მოგვეცემა შანსი ევროპის ჩემპიონატზე მივიღოთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატს გამოვეთიშებით",- ამბობს თევდორაძე.

გუნდი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე ვარჯიშობს, სადაც მინიმალური პირობებიც კი არ არსებობს. ამ დროისათვის ქუთაისში ბალახის ჰოკეიში 40 გოგო ვარჯიშობს.

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა