|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლაში გოგონებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ბავშვებს შორის ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეხუთე კლასის მოსწავლემ პარალელკლასელს ხელი კრა, რა დროსაც მან დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 როგორც სკოლაში ყვებიან, გოგონებს შორის ჩხუბი ბიჭის გამო მოხდა.  ბავშვების თქმით, მომხდარი სიტყვიერ დაპირისპირებას უკავშირდება. კონფლიქტში მონაწილე გოგონა უარყოფს, რომ ბავშვი კიბიდან ჩავარდა, თუმცა ადასტურებს, რომ მან "შეყვარებული" ახსენა, რის გამოც ხელი კრა.  მისი თქმით, ბავში მის ფეხებთან დაეცა, შემდეგ კი მუცელი ატკივდა.

სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის თქმით, ჩხუბს ადგილი არ ქონია და ბავშვი თამაშის დროს დაზიანდა.

მისი თქმით, უკვე ესაუბრნენ ბავშვების მშობლებს და ინციდენტი ამოწურულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მათთან შეტყობინება არ შესულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ თემა შეისწავლეს და ჩხუბი არ დადასტურდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა